არასრულწლოვანი ბიჭი სოფელ გვიმრიანიდან იყო, ბოლო პერიოდში კი დედასთან ერთად ლელიანში ცხოვრობდა. ის პროზექტურიდან სახლში გუშინვე გადაასვენეს.
არასრულწლოვანი მუშა მრავალსართულიანი შენობის მშენებლობაზე სიმაღლიდან გადმოვარდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის თანახმად, დამსაქმებელმა მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე არასრულწლოვანი არ უნდა დაასაქმოს.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.