weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, ომი თუ იქნება, ვიომებთ – ნიკა გვარამია

15:05 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიისთვის ბოლომდე იბრძოლებს და „ბიძინა ივანიშვილისთვის მის გადაცემას“ არ აპირებს.

„ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად. მოწინაღმდეგე „რუსთავი 2“-ს, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის, დასავალურ ფასეულობაზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში.

არც შემთხვევით არ მაცვია კამუფლაჟი, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება ჩვენ ვიომებთ და ჩვენ ეს შეგვიძლია, აქამდე ყოველშემთვევაში ბევრჯერ დავამტკიცეთ და იმედი გვაქვს, რომ მარტო ამ ომში არ ვიქნებით“,
– განაცხადა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე.

სტრასბურგის სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დადგინდა.

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა. 3 მარტს, ტელეკომპანიამ და მისმა მფლობელებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. სტრასბურგის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, აღსრულების შეჩერების გაუქმება მოხდა.

 

ამ თემაზე:

რუსთავი 2-ს აქვს შანსი სტრასბურგის გადაწყვეტილება სრულად შეცვალოს – გვარამია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]