weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს გვარამიას გადაყენების მოთხოვნით მიმართა

17:25 ხუთშაბათი, 18 ივლისი 2019

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქიბარ ხალვაშმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწვეტილების შემდეგ, საჯარო რეესტრს ტელეკომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

საჯარო რეესტრმა დღეს „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, 40% კი ხალვაშის საკუთრებაში არსებულ შპს „პანორამას“. ამის შემდეგ „რუსთავი 2“-ს პარტნიორთა კრება გაიმართა, რომელსაც მხოლოდ ხალვაში ესწრებოდა, როგორც ტელეკომპანიის 60%-იანი წილის და „პანორამას“ 100%-იანი წილის მფლობელი. კრებამ ნიკა გვარამია თანამდებობიდან გაათავისუფლა და ახალ დირექტორად პაატა სალია დანიშნა.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ არცერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინა. შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, 2020 წელის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ამოწურვამდე, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს. მისივე თქმით, პოსტს მხოლოდ იმ შემთვევაში დატოვებს, თუ ამას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მოითხოვენ:

„ჩემთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. მარტივად აგიხსნით რატომ. ეს არის ჩემი კონტრატქი, რომელიც ჩემივე მოთხოვნით შეიცავს უმაღლეს გარანტიებს ჩემი განთავისუფლების. ეს კონტრატქი აქვს საჯარო რეესტრსაც. ამ კონტრაქტში წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრატქის მიმართ, ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში ხიბარ ხალვაში არ იყო დამფუძნებელი, ვინც იყვნენ დამფუძნებლები მომცეს ეს გარანტია და ეს არის ლეგიტიმური კონტრაქტი. ამ კონტრატქის ბათილობა მესაკუთრის ცვლილების გამო ვერ დადგება ცხადია“, – განაცხადა დღეს ნიკა გვარამიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]