„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ხმალაძე არნიშნავს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას, მათ შორის თბილისის მერიასაც არ შეუძლია.
„გამოხატვის თავისულებას აქვს თავის ფორმა და კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მე შემიძლია გითხრათ, [პოლიციის თანამშომლებს] რა ჰქონდათ ალბათ მხედველობაში: მხედველობაში ექნებოდათ შეკეთებითი სამუშაოები, რომელიც მუდმივად ხორციელდება არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე, სადაც ამის საჭიროებაა. შეიძლება იქაც არის და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამას უზრუნველყოფს. თუ ხელს შეგვიშლის ეს პროცესი, მოხდება შესაბამისი კომუნიკაციის გზით ამ საკითხის დარეგულირება. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან, რაიმე ხელის შემშლელი გარემოება სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართ არ არსებობს“, – ამბობს ირაკლი ხმალაძე.
დღეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც მათ განმარტეს, თბილისის მერია პარლამენტის წინ ფილების სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რის გამოც მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას ვერ მისცემენ.