weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსთაველის გამზირზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს – ვიცე-მერი

16:28 ხუთშაბათი, 25 ივლისი 2019

„რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მერიას დაგეგმილი არ აქვს და შესაბამისად, ეს ვერც გახდება გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი“, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ხმალაძე არნიშნავს, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია და მისი შეზღუდვა არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას, მათ შორის თბილისის მერიასაც არ შეუძლია.

„გამოხატვის თავისულებას აქვს თავის ფორმა და კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მე შემიძლია გითხრათ, [პოლიციის თანამშომლებს] რა ჰქონდათ ალბათ მხედველობაში: მხედველობაში ექნებოდათ შეკეთებითი სამუშაოები, რომელიც მუდმივად ხორციელდება არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე, სადაც ამის საჭიროებაა. შეიძლება იქაც არის და რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამას უზრუნველყოფს. თუ ხელს შეგვიშლის ეს პროცესი, მოხდება შესაბამისი კომუნიკაციის გზით ამ საკითხის დარეგულირება. ამ ეტაპზე, მერიის მხრიდან, რაიმე ხელის შემშლელი გარემოება სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მიმართ არ არსებობს“, – ამბობს ირაკლი ხმალაძე.

დღეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. როგორც მათ განმარტეს, თბილისის მერია პარლამენტის წინ ფილების სარემონტო სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რის გამოც მაჩალიკაშვილს კარვის დადგმის უფლებას ვერ მისცემენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]