„სამართალდამცველებმა რ.ა. მომხდარიდან მეორე დღეს, ფოთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.
პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია 17 ივლისს გავრცელდა. უცნობია თუ რა გახდა ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მიზეზი.