weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე და არც ჩემს მოდგმას – მალხაზ მაჩალიკაშვილი

10:18 კვირა, 28 ივლისი 2019
ფოტო © RFE/RL ფოტო © RFE/RL

„ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე და არც ჩემს მოდგმას“, – განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მორის მაჩალიკაშვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ მას დაიჭერდნენ, თუკი ბიძამისი პარლამენტის შენობის წინ კარავს ისევ გაშლიდა.

„მე აქამდე ვებრძოდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ ერთადერთი ვაჟი მომიკლეს, მძინარე, საწოლში. მოვითხოვდი გაეცათ პასუხები - რატომ მომიკალით შვილი? ახლა მომიწევს ვებრძოლო მეორე სტრუქტურას - შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაძირალა გახარიას. მე ამ ორივე სტრუქტურას შევებრძოლები. ვნახოთ ვინ დამარცხდება და ვინ მოიგებს. მე სხვა არაფერი შემიძლია“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა სასამართლოში.

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთ პირს - ირაკლი ოქრუაშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მორის მაჩალიკაშვილს გამოძიება აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გადანაშაულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]