weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლოს შეურაცხყოფისთვის ზვიად კუპრავას 9 თვით პატიმრობა მიესაჯა

11:40 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019
ფოტო © RFE/RL ფოტო © RFE/RL

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს უპატივცემულობაში და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ტოტალიტარულ სახელმწიფოში დაბრუნებად შეაფასა.

„მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა მიღებული, რომ ნებისმიერ სამზარეულოში ნათქვამ ფრაზას მოყოლოდა სასამართლოს შეურაცხყოფის შესაბამისი კვალიფიკაცია და ამაზე სისხლის სამართლის წესით ვინმე მაინც დასჯილიყო. ეს არის ტოტალიტარულ სახელმწიფოში დაბრუნება. სხვა ახსნა ამას არ გააჩნია. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავითაიამ და აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ.

ზვიად კუპრავა 24 თებერვალს, სასამართლოს მიერ 21 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დააკავეს. ამ დრომდე ის წინასწარ პატიმრობაში იყო.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა) და გირაო შეეფარდა.

„სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით“, – განმარტავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ზვიად კუპრავა მის დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიად აფასებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]