weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამტრედიაში ქალსა და მის უცხოელ ქმარზე ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

14:52 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პირველ აგვისტოს სამტრედიაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ცოლ-ქმარს - ქ.კ.-ს და ბ.მ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ამ დროისთვის საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის, ასევე, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“, – განაცხადეს შსს-ში.

დაზარალებულმა ქეთი კამკამიძემ გუშინ განაცხადა, რომ მას და მის ქმარს, რომელიც ერაყის მოქალაქეა, სამმა ადამიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქალის თქმით, მის მეუღლეს მღვდელმაც დაარტყა.

„მე და ჩემი მეუღლე ზებრაზე გადავდიოდით, რა დროსაც სახელმწიფო მარკის მანქანაც მოდიოდა და აგრესიული სიჩქარით გამოირჩეოდა. გადასვლის დროს მტვერი შემომეყარა, რის გამოც ჩემთვის ჩავილაპარაკე ეს რა არის-თქო. ავტომანქანა უკუსვლით გაჩერდა. გადმოვიდა სამი პირი, მათ შორის იყო მოძღვარი, რომელმაც გააკავა ჩემი მეუღლე, რომ დანარჩენ ორს ეცემა. ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ, ჩემს მეუღლეს საშინელი სიტყვებით მიმართავდნენ. წაეთრიე შენს ერაყშიო. მოძღვარმაც დაარტყა ჩემს მეუღლეს“, – განაცხადა ქეთი კამკამიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]