weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შვილიშვილი რომ ჩამოვიდეს და ბებია-ბაბუა ნახოს – განმარტება რუსეთიდან ფრენების სუბსიდირებაზე

17:02 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

„მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივაზე. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები სწორედ იყო ტურისტული კომპონენტი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთში მცხოვრებ ქართველების უმრავლესობას ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი და საქართველოს მთავრობა ვალდებულია, მათ დახმარება გაუწიოს.

„ეს არის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე.

საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს დაბრუნდეს საქართველოში და გაატაროს ზაფხული თავის ოჯახთან: შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბებია-ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა მამიდაშვილი და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, გვერდში ამოვუდგეთ, მით უმეტეს, როცა ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენ ვართ ვალდებულები, რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს? რა თქმა უნდა, ვართ. სამწუხაროდ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება და ტურიზმის სექტორის დახმარება მასში ნამდვილად არ იყო ნომერ პირველი პრიორიტეტი. 600 000-იანი დახმარებით როგორ ფიქრობთ, ის პრობლემა, რაც შეიქმნა ქართულ ტურიზმში, დაძლევადი იქნებოდა? ეს ხომ ძალიან მარტივია“, – განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვეტილია. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრომდე თანხას გამოყოფს. პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]