weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი იპოვეს და დააკავეს

10:22 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019

საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ვ.ბ., რომელიც მემინგენის ციხიდან გაიქცა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბავარიის პოლიციამ გუშინ, 5 აგვისტოს გაავრცელა. მათივე ცნობით, მეორე პატიმარს – თურქეთის 36 წლის მოქლაქეს კვლავ ეძებენ.

საქართველოს მოქალაქე ბადენ-ვიუტენბერგის ფედერალური მიწის ტერიტორიაზე მარტო გადაადგილდებოდა. ამის შესახებ სამართალდამცველებს მოქალაქეებმა შეატყობინეს.

მემინგენის ციხიდან, რომელიც ბავარიის ფედერაციულ მიწაზეა, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები 4 აგვისტოს გაიქცნენ. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადახტნენ და ახლოს მდებარე სარკინიგზო ხაზის მიმართულებით ფეხით მიიმალნენ. სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც იყო ჩართული.

საქართველოს მოქალაქე, თურქეთის მოქალაქის მსგავსად, ქურდობის ან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის იყო დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]