weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობაში რჩება – სააპელაციო სასამართლოს განჩინება

16:04 სამშაბათი, 06 აგვისტო 2019

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორის მაჩალიკაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, რომლითაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებდა.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადი და დაუსაბუთებელია. მასში აბსტრაქტულადაა მითითებული, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენების სათანადო სამართლებრივი საფუძველი არსებობს, თუმცა არ არის დასაბუთებული საქმეში არსებული რომელი კონკრეტული მტკიცებულება ქმნიდა რეალურ საფრთხეს იმისა, რომ მორის მაჩალიკაშვილი მიიმალებოდა, ხელს შეუშლიდა მართლმსაჯულების განხორციელებას ან ზეგავლენას მოახდენდა მოწმეებზე“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის თანახმად, მოსამართლის განჩინებაში მორის მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით წერია შემდეგი: „გარკვეული პირადი მოტივები აკავშირებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან, ფუნქციების შესრულების ლეგიტიმურობასთან და ა. შ. აშკარაა, რომ მას უჭირს პასუხისმგებლობის გათავისება ამგვარ სტრესულ ვითარებაში, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებთან მიმართებაში რეალური მოლოდინის საფუძვლად აღიქმება“.

EMC-ს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მსგავსი მსჯელობა კანონის ჩარჩოს ცდება, რამდენადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზევე უკვე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და აცხადებს, რომ ავტომატურად არსებობს ახალი დანაშულის ჩადენის რისკიც.

„გარდა იმისა, რომ მოსამართლის განმარტება არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს, რომლის მიხედვით აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სააპელაციოს სასამართლოს ამგვარი შეფასება არ გაუკეთებია და ჩვენ მიერ წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტებიც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა“, – აცხადებს EMC.

EMC-ის ინფორმაციით, სასამართლომ დაუშვებლად ცნო 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კიდევ სამი პირის საჩივარი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ზემდგომმა სასამართლომ „აშკარად შაბლონური და ზედაპირული გადაწყვეტილებების პრაქტიკის რევიზია ვერ მოახერხა და ამ გზით სასამართლო კონტროლის რეალურ განხორციელებაზე უარი თქვა“.

„მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებების უსაფუძვლობა და უზრუნველყოს მიმდინარე პროცესის სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება. იმ ფონზე, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა შესაძლოა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, დაუსაბუთებელი განჩინების პირობებში კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია. სამართლებრივი მექანიზმების ამ ფორმით გამოყენება სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზებისს ნიშნებზე მიუთითებს და მკვეთრად ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებების იდეას“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]