„იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც „ტვ პირველს“ და გავლენას არ იქონიებს „ტვ პირველის“ მუშაობაზე, ნებისმიერი ფორმით - არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად.
„რუსთავი 2“-ის საქმემ პრაქტიკულად გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული.
ამიტომაც, „ტვ პირველის“ შემთხვევაშიც ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას“, – აღნიშნა ძველიშვილმა.
ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) წერეთლი პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წაუყენეს.
ვატო წერეთელი საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენის მცდელობას უკავშირებს.
„წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს“ არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.