ამ მოთხოვნით „რუსეთი ოკუპანტიამ“ აქცია-პერფორმანსი 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთაზე, მოსკოვის გამზირის 11 ნომერში გამართა. მოძრაობის წევრებს თან ჰქონდათ ქუჩის სახელწოდების აღმნიშვნელი აბრები, რომლებზეც აგვისტოს ომის გმირების სახელები ეწერა.
„დღემდე, 2008 წლის შემდეგ, არსებობს მოსკოვის გამზირი. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მერს, გადაარქვას სახელი. როგორც ვარდების მოედნის შეუცვალა სახელი, ძალიან მარტივია, რომ სახელი გადაარქვას მოსკოვის გამზირსაც“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ანა ჭარხალაშვილმა.
მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის მოთხოვნით თბილისის მერიას აქამდეც მიმართეს. 2018 წლის მარტში Manifest.ge-ზე შეიქმნა პეტიცია, რომლის ხელმომწერებიც გამზირისთვის ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ. პეტიციას ათი ათასი ხელმომწერი ჰყავს,