weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2019

„მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი“ – მერიას პეტიციით მიმართავენ

11:25 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018 hits 1573

თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევისა და ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭების მოთხოვნით ელექტრონული პეტიცია შეიქმნა. პეტიციას, რომელიც 21 მარტს, Manifest.ge-ზე გამოქვეყნდა, ამ დროისთვის 1100-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ადრესატი თბილისის მერიაა.

„მოსკოვის გამზირს დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის სახელი. არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის“, – წერს ლადო გოგოლაძე, რომელიც პეტიციის ავტორია.

35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 22 თებერვალს დააკავეს. 23 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცხინვალში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით კი, მამაკაცი გულის უკმარისობით დაიღუპა.

ქართული მხარე, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახი და საქართველოს საპატრიარქო ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. საბოლოოდ, ცხედარი „წითელი ჯვრის“ ჩართულობით ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარეს. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს 24 მარტს, შაბათს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდის სასაფლაოზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.

 

ამ თემაზე:

პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]