weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემი აზრით, უნდათ მამაჩემზე საქმის აღძვრა და ამით, შეეცდებიან ჩემზე მანიპულირებას – წერეთელი

16:49 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვატო (ვახტანგ) აცხადებს, რომ მისი აზრით, პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს. წერეთელი ვარაუდობს, რომ ამ გზით მასზე მანიპულირებას შეეცდებიან.

ვატო წერეთელმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხეს. „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე მისი დაბარება უშუალოდ მის ტელეკომპანიას უკავშირდება.

„იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ, არც მომჩივანი, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი, ჩემი აზრით. რაც შეეხება ტელევიზიას, ტელევიზიაზე იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება, სავარაუდოდ, ამ ტელევიზიას“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.

მისივე თქმით, პროკურატურის წარმოამდგენლებმა კითხვები დაუსვეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შიდა დეტალებზე.

„მე თუ მკითხავთ, ეს სრული იდიოტიზმია. ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას“, – აღნიშნა წერეთელმა.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა. როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტეს, საქმე ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს წაუყენეს.

პროკურატურის მტკიცებით, 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, სადაც წილს წერეთელი ფლობს, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით „თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი დოლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]