weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყინწვისის ტაძარში თვითნებურ ქმედებაზე საპატრიარქო მეუფე იობის რეაგირებას ელოდება

17:21 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებით, ყინწვისის მონასტერში იატაკის შეცვლა ტაძრის წინამძღვრის თვითნებური ქმედებაა, რაზეც ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრისგან, მეუფე იობისგან რეაგირებას ელოდება.

საპატრიარქოს მიერ, დღეს, 12 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ყინწვისის ტაძარში მარმარილოს ფილების დაგება მეუფე იობთან არ იყო შეთანხმებული. მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი დაგებული იყო გასული საუკუნის 70-იანი წლებში და არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად ყოვლად გაუმართლებელია.

„ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშნებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმედეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში. 

საპატრიარქო ხაზს უსავამს, რომ ახლად დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა, ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც მათივე განცხადებით, სრულიად შესაძლებელია.

10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მარმარილოს იატაკი დააგეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სამუშაოები კანონისა და სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარღვევით შესულდა და ახალი იატაკი დემონტაჟს საჭიროებს. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოების მიმდინარეობის დროს, უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი XII-XIII საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]