weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

იატაკი არ წარმოადგენს ისტორიულ მემკვიდრეობას – ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარი

19:04 კვირა, 11 აგვისტო 2019

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იღუმენი ეფრემი ამბობს, რომ ტაძრის იატაკი ისტორიულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს და მისი შეცვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ამიტომ მიიღეს. ამის შესახებ სასულიერო პირმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ქვა, რომელიც იყო, დაგებულია 60-იან წლებში. ჩამოსხმული ბორდიურები არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს, არც ისტორიულ მემკვიდრეობას და აქედან გამომდინარე, ამის განახლება მოხდა მარმარილოთი, რომელიც ძვირფასი ქვაა. რა თქმა უნდა, შეთანხმება ყოველთვის ხდება იერარქთან, მაგრამ ჩვენ დავაგეთ ეს და ჩვენი გადაწყვეტილება იყო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის არ მიგვიმართავს, რადგან არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს.

ეს იყო ძალიან ახლო, რაღაც 50 წლის წინ დაგებული დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვრებს წარმოადგენდა“,
– აღნიშნავს იღუმენი ეფრემი.

ამასთან, იღუმენი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ეკლესიაში ზედამხედველობის თანამშრომლები არ შეუშვეს: „ტყუილია. ისინი შემოვიდნენ, დაათვალიერეს, გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება“.

იღუმენ ეფრემის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზედამხედველობის თანამშრომლებმა სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს, სამუშაოები მათ მაინც დაასრულეს. მისივე თქმით, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა უნდა გადაწყვიტოს, განახლდება სამუშაოები თუ მოხდება იატაკის ფენილის დემონტაჟი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მარმარილოს იატაკი დააგეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სამუშაოები კანონისა და სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარღვევით შესულდა და ახალი იატაკი დემონტაჟს საჭიროებს. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოების მიმდინარეობის დროს, უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა.

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი XII-XIII საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]