weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარასა და ქვემო ქართლში საპატრულო პოლიციის უფროსები შეიცვალნენ

10:22 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ბირთველიშვილი დაინიშნა, ხოლო აჭარის სამმართველოს უფროსად – პოლიციის პოლკოვნიკი მიხეილ დილიმაშვილი.

შსს-ის ინფორმაციით, ალექსანდრე ბირთველიშვილი 2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის ავჭალის განყოფილების უფროსი გამომძიებელის თანამდებობაზე; 2008 წელს საქმიანობა განაგრძო ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, დეტექტივების განყოფილების უფროსად; 2008-2010 წლებში იყო მარნეულის რაიონული სამმართველოს უფროსი, 2010-2012 წლებში კი გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-2014 წლებში მუშაობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, N17-ე დაწესებულების დირექტორად; 2014 წლიდან დაინიშნა შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს-გამომძიებლად, ხოლო შემდეგ – ამავე რეგიონში ქარელის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროს გამომძიებლად; 2014-2015 წლებში საქმიანობა განაგრძო თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე; 2015-2016 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსად; 2016-2017 წლებში მან საქმიანობა განაგრძო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

2017 წლიდან ამ დრომდე ალექსანდრე ბირთველიშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ახალ თანამდებობაზე მან დავით ჟოჟუაშვილი შეცვალა.

რაც შეეხება მიხეილ დილიმაშვილს, ის 2019 წლის იანვრიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. ის ვაჟა სირაძემ შეცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]