weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის ვალის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკებებს იწყებს

16:51 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანიის დავალიანების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშრებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს.

„ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს, ალბათ, დღეს ყველას ესმის. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა, პაატა სალიამ.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს ტელეკომპანიებს მოუწოდა, თვის ბოლომდე მიმართონ სამინისტროს და ვალის რესტრუქტურიზაციაზე საკუთარი შეთავაზებები წარუდგინონ. მაჭავარიანის განცხადებით, უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს წლების განმავლობაში დაგროვილ ვალებს ჩამოაწერდნენ ხოლმე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის დავალიანება 28 მილიონ ლარს აღწევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]