„ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ ტვირთად დააწვება კომპანიებს. ეს, ალბათ, დღეს ყველას ესმის. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც კომპანიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტელეკომპანიის დირექტორმა, პაატა სალიამ.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს ტელეკომპანიებს მოუწოდა, თვის ბოლომდე მიმართონ სამინისტროს და ვალის რესტრუქტურიზაციაზე საკუთარი შეთავაზებები წარუდგინონ. მაჭავარიანის განცხადებით, უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, ტელევიზიებს წლების განმავლობაში დაგროვილ ვალებს ჩამოაწერდნენ ხოლმე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის დავალიანება 28 მილიონ ლარს აღწევს.