weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორობა 8 კანდიდატს სურს

19:11 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე მესამედ გამოცხადებულ კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, 7 უკვე მონაწილეობდა წინა კონკურსებში და სამეურვეო საბჭოს წევრთაგან საჭირო სამი ხმა ვერცერთმა ვერ მიიღო. სიაში ახალი მხოლოდ ირაკლი კიკვაძეა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დღეს, 14 აგვისტოს დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობენ: ირაკლი კიკვაძე; ირმა ზოიძე (საგამოძიებო სტუდია REC-ის ყოფილი პროდიუსერი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი); ფირუზ ბოლქვაძე (აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი); მერაბ წულუკიძე (პირველი არხის კორესპონდენტი აჭარაში); შოთა ზოიძე (ფილოლოგი, პოეტი, 2012 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში; 1991-93 წლებში აჭარის ტელერადიო დეპარტამენტის თავმჯდომარე); გიორგი კოხრეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი); თინა ცისკარაძე (ჟურნალისტი); შოთა გურაბანიძე (აჭარის ტელევიზიის „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი).

აჭარის ტელევიიზისა და რადიოს დირექტორის პოზია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]