weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

რუსებმა გვითხრეს კეთილ საქმეს ვაკეთებთ და 35 მეტრს გიტოვებთო – გუგუტიანთკარის მცხოვრები

12:01 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

„მთავრობისგან გვერდში დგომა გვინდა, თორემ ჩვენ მარტო რას გავაკეთებთ?! ვერაფერს გავაკეთებთ. იმედით ვცხოვრობთ“, – განაცხადა გუგუტიანთკარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სოფელში მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ღობეებს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ძველი ბანერების ქვემოთ ავლებენ.

„მაგათ პერიმეტრს ვინ გაიგებს, თვითონ მთავრობამ არ იცის. ის კი ვიცით, რომ ძველი ბანერების ქვემოთ მოდიან.

იმ დღეს ველაპარაკებოდით და გვითხრეს - კეთილ საქმეს ვაკეთებთ, კიდევ ქვემოთ გადაწევის უფლება გვაქვსო და 35 მეტრს გიტოვებთო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტებთან.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა ავლებენ ღობეს, რომლის მიღმაც ორი სახლი და მიწის ნაკვეთები ექცევა. რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ამიტომ ისინი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ, თუმცა მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ. ღობის გავლების შემდეგ ისინი ამ ტერიტორიაზე გადასვლას ვეღარ შეძლებენ. მათ სახლების დაშლა დაიწყეს, რისთვისაც საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა.

გარდა ამისა, ღობის სიახლოვეს სარწყავი არხია და არსებობს საფრთხე, რომ სოფელი სარწყავის გარეშეც დარჩება.

 

ამ თემაზე:

გუგუტიანთკარში არ მიმიღია პასუხი, საფრთხე ადგებათ თუ არა – ციხელაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]