weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როცა გადავწყვეტ განცხადების გაკეთებას, გაგაფრთხილებთ - პრეზიდენტი გუგუტიანთკარზე

12:50 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კახეთში მდებარე ლოპოტის ტბის დასასვენებელი კომპლექსიდან ჩამოვიდა და თბილისშია. პრეზიდენტი ამბობს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საკითხზე მთავრობა მუშაობს და თავადაც ჩართულია.

„განცხადება უნდა იყოს სერიოზული და არა ქუჩაში გაკეთებული. ყველაფრის შესახებ გაგაფრთხილებთ, როცა გადავწყვეტ ან განცხადების გაკეთებას ან სხვა უფრო სერიოზულ საქმეს. მე ვიყავი გასულ კვირას, ვიცი ყველაფერი, რაც ხდება და ვაპირებ, რომ... სერიოზულად მუშაობს ჯერ ერთი მთავრობა და მეც ვარ ჩართული“,- განაცხადა ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

გასულ კვირას, როცა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს რამდენიმე დღის განმავლობაში აბამდნენ და ადგილობრივები ადგილზე ხელისუფლების პირველი პირების ჩასვლას ითხოვდნენ, სალომე ზურაბიშვილი კახეთში, ლოპოტის ტბაზე ისვენებდა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განახლებულ ბორდერიზაციას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

14 აგვისტოს, შიდა ქართლში, სოფელ გუგუტიანთკარში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცება და მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს. სოფლის მოსახლეობა გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდა. ბორდერიზაციის შედეგად გუგუტიშვილების და რაზმაძეების ორმა ოჯახმა სახლები დაკარგა, რუსმა სამხედროებმა მიიტაცეს სოფლის კუთვნილი ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]