weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

გადავწყვიტე, „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს - ქიბარ ხალვაში

21:15 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ქიბარ ხალვაში, ფოტო: ინტერპრესნიუსის არქივი ქიბარ ხალვაში, ფოტო: ინტერპრესნიუსის არქივი

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ ტელეკომპანიას არ გააკოტრებს. ამის შესახებ ხალვაშმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ერთკვირიანი ვადა ამოიწურა და ტელეკომპანიის ყიდვის რეალური მსურველი არ გამოჩნდა.

„ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ - ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ „რუსთავი 2“ არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა რესურსს და შესაძლებლობას. „რუსთავი 2“ უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს“,- აცხადებს ხალვაში.

12 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გაყიდვა გადაწყვიტა და ამისთვის ერთი კვირის ვადა განსაზღვრა. ხალვაში ამბობდა, რომ ტელეკომპანიის კრედიტორული დავალიანება 70 000 000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 000 000 ლარს შეადგენს. მოგვიანებით „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანიებს მოუწოდა, თვის ბოლომდე მიმართონ სამინისტროს და ვალის რესტრუქტურიზაციაზე საკუთარი შეთავაზებები წარუდგინონ.

ქიბარ ხალვაში კრედიტორებთან რთულ მოლაპარაკებებს ელის, თუმცა დღეს ამბობს, რომ ეტაპობრივად სირთულეებს დაძლევს.

„ამავე დროს, გავაგრძელებ სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ნათელი გახდა, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და არხს მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა. ვიმედოვნებ, რომ ტელეკომპანია შეძლებს დაიბრუნოს მისგან უკანონოდ მითვისებული თანხები, რაც საბოლოოდ ისევ არხის კეთლიდღეობას მოხმარდება.

ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი. დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2" უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“,- აცხადებს ხალვაში.

ტელეკომპანიის მფლობელის თქმით, „რუსთავი 2“-ის გაჯანსაღებისთვის კონკრეტულ სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]