weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ, ტვ პირველს ვერ წაიღებთ – ვატო წერეთელი

12:41 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გენერალური პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლების მხრიდან შანტაჟად აფასებს მისი მამისთვის, ბიზნესმენ ვატო წერეთლისთვის ბრალის წარდგენას.

„მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი ცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?!

კიდევ ერთხელ გეუბნებით - „ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში.

სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში“, – დაწერა ვატო წერეთელმა სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება.

გენერლურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებითბრალს კიდევ ერთ პირს -ავთანდილ წერეთელს წარუდგენს. საგამოძიებო უწყების ცნობით, წერეთელი ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16.7 მილიონი დოლარის ლეგალიზებაში ეხმარებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]