weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა

21:21 კვირა, 25 აგვისტო 2019

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა. განაცხადების მიღება 26 აგვისტოდან დაიწყება და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება.

აქამდე გამართული სამი კონკურსის მონაწილე ვერცერთმა კანდიდატმა, სამეურვეო საბჭოს წევრების საჭირო 3 ხმა ვერ მოიპოვა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კონკურსის მეოთხედ გამოცხადების გადაწყვეტილება მრჩეველთა საბჭომ 2 წევრის თანხმობით მიიღო, ერთმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა კი თავი შეიკავა. გიგა ჩხარტიშვილი განმარტავს, რომ ბორდს ჯერ დირექტორის არჩევის წესის შეცვლაზე უნდა ემსჯელა.

კონკურსში მონაწილეობის უფლებით სარგებლობს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილების, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო – პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი მუშაობის გამოცდილება.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ყოველთვიური ხელფასი 3300 ლარია. 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიონ.

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებით განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]