weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინოწმინდაში ახალგახსნილ მუზეუმში „ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო გამოფინეს

16:20 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019
ფოტო: სამხრეთის კარიბჭე ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ახალგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და მისი ჯილდოები გამოფინეს. რეგიონული საინფორმაციო პორტალის, „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მუზეუმის მშენებლობა რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა არტურ ისოიანმა დააფინანსა და მამამისის, ალბერტ ისოიანის სახელს ატარებს.

„იქ გამოფენილია იმ პროფესორების, აკადემიკოსებისა თუ მეცნიერების ფოტოები, რომლებიც სოფელ სათხეში დაიბადნენ. მეც რახან დეპუტატი ვარ და ამ სოფელში დაბადებული, ჩემი ფოტოც თვითონ გააკეთეს. მითხრეს ამ ჯილდოების დადება შეიძლებოდა თუ არა და დავთანხმდი“, - ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ენზელ მკოიანის კომენტარს.

მუზეუმი 24 აგვისტოს გაიხსნა. ღონისძიებას სომხური სამოციქულო და მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ელჩები, რუსეთიდან, სომხეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

ალბერტ ისოიანის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში სოფლისთვის დამახასიათებელი ძველი, ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთებია გამოფენილი.

დეპუტატის თქმით, ისოიანების ოჯახის სურვილია, ეთნოგრაფიული მუზეუმი, მუნიციპალიტეტს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცეს.

ენზელ მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2016 წლიდან ის „ქართული ოცნების“ წარდგენით ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარია. მანამდე, 2008-2012 წლებში ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ენზელ მკოიანს უკავშირებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. 

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი ნარინე გინოსიანი, ენზელ მკოიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მკოიანი ამ ბრალდებას უარყოფს და დამკვეთად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]