weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საოკუპაციო რეჟიმი წნელისში საპასუხო პოსტს ხსნის

17:20 პარასკევი, 30 აგვისტო 2019

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, პოზიცია უცვლელია და ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნას ითხოვს.

„ტექნიკური შეხვედრა დამთავრდა, საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. უშიშროების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება, რათა სოფელმა (წნელისი) უსაფრთხოდ იგრძნოს თავი“,- ბიბილოვის განცხადებას ცხინვალის სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დღეს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება განიხილეს. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ არ გადაიდგმება ნაბიჯები ესკალაციისკენ და მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას ითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]