weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გავრილოვის განცხადების აქტუალიზებას ნუ მოვახდენთ - ირაკლი კობახიძე მედიას

14:39 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

დუმის დეპუტატის განცხადების აქტუალიზებას ხელს ნუ შევუწყობთ - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სერგეი გავრილოვის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებულ შეკითხვას. რუსეთის დუმის დეპუტატმა დღეს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს რუსეთთან ღია მოლაპარაკებებისთვის სიმამაცე ეყოფა.

გავრილოვის კომენტარებს, ჩემი რჩევა, თუ თხოვნა იქნებოდა დიდად აქტუალიზაციას ხელოვნურად ნუ გავუკეთებთ. დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებებს, რომელიც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა. მისი განცხადებების აქტუალიზაცია მაინცდამაინც კარგი არ არის. მისი ამოცანაა, რომ გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკურ პროცესებში, ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში და იმ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება იმ ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მისი ამოცანების რეალიზებას ხელი არ შევუწყოთ, შესაბამისად არ უნდა შევუწყოთ ხელი გავრილოვის განცხადებების აქტუალიზებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს ეყოფა სიმამაცე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს.

სერგეი გავრილოვი საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში იმყოფებოდა. რუსმა დეპუტატმა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტიც არის, 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა ადგილი და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია, რასაც საზოგადოების პროტესტი და თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა. გავრილოვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები იძულებულები გახდნენ საქართველო იმავე დღეს დაეტოვებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა თავად ირაკლი კობახიძემაც.

მოგვიანებით პარლამენტთან მიმდინარე აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ადამიანმა კი თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]