weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ტვ პირველი“ მაინც არ გაითიშება – წერეთელი კომუნიკაციების კომისიის ჯარიმაზე

17:25 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას „ტვ პირველის“ 23 ათასი ლარით დაჯარიმების თაობაზე, ტელეკომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, ვატო წერეთელი ეხმაურება. წერეთელი უარყოფს, რომ ტელეკომპანიამ კანონი დაარღვია, როგორც ამას კომისია აცხადებს.

„ჯერ იყო კიბერშეტევით „ტვ პირველის“ ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს.

არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ. ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება“, – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „პირველმა“ 2019 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში ეთერში აჩვენა ისეთი მხატვრული ფილმები, რომელთა მართლზომიერი ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 23 513.21 ლარს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]