weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიანეთში „გირჩის ეკლესიის მღვდელმსახურს“ უარის შემდეგ ჯარში გაწვევა გადაუვადეს

19:08 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურია, ჯარში გაწვევა გადაუვადეს. ჯარში გამწვევმა კომისიამ, რომლის მუშაობაშიც თიანეთის მერი თამაზ მეჭიაურიც მონაწილეობდა პირველ გასაუბრებაზე ახალგაზრდას ჯარში გაწვევის გადავადებაზე უარი უთხრა.

თიანეთში მცხოვრები მოქალაქე ჯარში გამწვევმა კომისიამ გასაუბრებაზე 30 აგვისტოს დაიბარა. მოქალაქეს არ დაუმალავს, რომ რეალურად მღვდელმსახურებას არ ეწევა და რელიგიურ ორგანიზაციაში გაერთიანების გადაწყვეტილება ჯარში გაწვევის გადავადების გამო მიიღო. თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა მის საქციელს „დეზერტირობა“ უწოდა. მისივე შეფასებით, ვინც ამგვარი გზით ჯარში გაწვევის თავიდან აცილებას ხელს უწყობს, სამშობლოს მოღალატეა და მოქალაქეს ჯარში გაწვევის გადავადებაზე უარი უთხრა. ჯარში გამწვევ კომისიას საკითხის შესახებ კიდევ ერთხელ დღეს, 4 სექტემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა მოქალაქესთან გასაუბრება არ შედგა. მას 3 სექტემბერს შეატყობინეს, რომ ჯარში გაწვევა გადაუვადდა.

კანონის თანახმად, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დააფუძნა. „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან 25 ათასამდე ადამიანი გათავისუფლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]