weather cur horoscope tv
სექტემბერი 23, 2019

სასტვენებითა და ცხვრებით თავს დამესხნენ, მე თავი დავიცავი – ემზარ კვიციანი

17:02 კვირა, 08 სექტემბერი 2019 hits 173

„პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა პარლამენტის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშვირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებისგან თავს იცავდა და ფიზიკურად არავის გასწორებია.

„მივდიოდი და დამესხნენ თავს. თავს დამესხნენ თავიანთი სასტვენებით, ცხვრებით და დამიწყეს ლანძღვა-გინება. მე თავი დავიცავი. შეურაცხყოფაა ის ლაწირაკი იმ ქვეყნის მონას რომ გიწოდებს, რომელთან ბრძოლაშიც მისი წონა სისხლი მაქვს დაღვრილი და ქვეყანა დაცული. ვის დავარტყი? როდის დავარტყი? მაჩვენეთ კადრები. მე ცოტა ემოციები მაქვს, ისეთი ცხოვრება მაქვს გამოვლილი განსხვავებით სხვებისგან. კანონის დარღვევა თუ იყო, ეს გამოჩნდება“, – აღნიშნა კვიციანმა ჟურნალისტებთან.

დღეს, პარლამენტის შენობიდან გამოსულმა ემზარ კვიციანმა აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ცხვრები ჰყავდათ მიყვანილი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეებმა მას სტვენითა და შეძახილებით „მონა, მონა“, „რუსეთის მონა“ უპასუხეს. ემზარ კვიციანი სამართალდამცველებსაც წინააღმდეგობას უწევდა და არ ემორჩილებოდა. ინციდენტის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ის ავტომობილში ჩასვეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ემზარ კვიციანი სამართალდამცველებს არ დაუკავებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]