აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოდან გამოსულ კვიციანს სტვენითა და შეძახილებით „მონა, მონა“ უპასუხეს.
ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც კვიციანი ავტომობილში ჩასვეს და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. მანამდე, ემზარ კვიციანი სამართალდამცველებსაც წინააღმდეგობას უწევდა და არ ემორჩილებოდა.
აქციის მონაწილეები, ვისაც დეპუტატმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კვიციანის დაკავებას ითხოვდნენ. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, მომხდარის შესწავლა მიმდინარეობს და ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.