weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვემორჩილები რაციონალურ პოზიციას – ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდა გადაწყვიტა

11:13 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა გადაწვიტა. როგორც ის განმარტავს, ამას არა საკუთარი ნებით, არამედ გუნდის, ოჯახის წევრებისა და პოტენციური ინვესტორების გამო გააკეთებს.

„ძალიან ნერვიულობს ჩემი გუნდი, ყველა უკლებლივ. ყველაზე მშვიდი პაატა იაკობაშვილით დაწყებული, გადარეული ჟორჟოლიანით დამთავრებული. ტელევიზიაში თითქოს ყველაფერი გამოდის, წესრიგშია, მაგრამ სადღაც იქ, ალარმის წითელი ნათურა მაინც ჩართული აქვთ. რაღაც ვარიანტებს იგონებენ, ჩვენ გადავიხდით ჩუმად, კიდე რაღაც და კიდე რაღაც და მამუნათებენ, ამხელა საქმე გააკეთე და უაზრო ახირებას როგორ უნდა გადააყოლო საქმეც და ამდენი ადამიანიცო. ცალკე ჩემი ადვოკატი და სრული ნდობის კაცი დიტო საძაგლიშვილი მეუბნება, მე გადავიხდი, ფეხებზე მკიდია, შენ რას იზამ, საქმეს ღუპავ სულელური ახირებითო.

ეს საკითხი ძალიან აწუხებთ პოტენციურ ინვესტორებსაც და ითხოვენ გარანტიებს, რომ ადგილზე ვიქნები. აგერ უკვე ბოლომდე მიყვანილი კონტრაქტი ხელმოწერას ელოდება, მაგრამ ამ თარიღს ელის და რა მოხდება, აკვირდება ყველა. არადა, ინვესტორის გარეშე, ტვ ვერ გვექნება.

ყოველდღე მეტად და მეტად ითიშება ნერვიულობისგან ჩემი ცოლი. ბავშვების თავი არ მაქვს, არც მესმის, რას ველაპარაკებიო. ამერიკიდან ყოველ ღამე მირეკავს შვილი, რაც ვუახლოვდებით თარიღს, უფრო ნერვიულად მელაპარაკება, ბუნებით ძალიან ლაღი. სწავლის თავი არ მაქვსო, იძახის, ვერაფერზე ვერ ვკონცენტრირდებიო. გირაოს გადახდაზე ხმის დაძვრას ვერ მიბედავენ, იციან, რომ არ უნდა შემოვიდნენ ამ სფეროში.

მოკლედ, მეგობრებო, ვწუხვარ, რომ არ გესმით, რომ ჩემთვის ეს უბრალო ახირება არაა და მნიშვნელოვანი მორალური დილემაა. ვწუხვარ, რომ ჩემი მორალური არჩევანი თქვენი (გუნდის, ოჯახის) რაციონალური არგუმენტები და საჭიროებების საწინააღმდეგოდ გადის. ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრები ჩემი ამ საქციელის გამო, საქვეყნო საქმის ჩაგდებას პროგნოზირებენ.

მე არ გადავიხდი გირაოს. თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია, ყველაფერი გამოვა. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

პროკურატურა ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-სთვის დამაზანებელი ხელშეკრულების გაფორმებას ედავება, რის შედეგადაც, გამოძიების მტკიცებით, ტელეკომპანიამ 6 763 510 ლარით იზარალა. 11 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, ნიკა გვარამიას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლის უფლება.

გვარამია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ბრალის წარდგენის მომენტიდან, ის ამბობდა, რომ გირაოს სახით დაკისრებულ თანხას არ გადაიხდიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]