weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წინააღმდეგობა ინვესტორზე თავდასხმად ჩაითვლება – „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებელი კომპანია

15:26 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში „ლოპოტა 1“ ჰესის მოწინააღმდეგეებს ჰესის მშენებელი კომპანია „ართანა ლოპოტა“ გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვთ მიღებული და წინააღმდეგობას აღიქვამენ როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმას.

შპს „ართანა ლოპოტა“ აცხადებს, რომ „ლოპოტა 1“ ჰესის ასაშენებლად საჭირო ნებართვები სხვადასხვა უწყებიდან კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.

„სამშენებლო ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციების შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535). ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა.შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები. სამშენებლო ობიექტის დერეფანში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე“, – აცხადებს ჰესის მშენებელი კომპანია.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ნებართვების გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთწლიანი ვადა უკვე ამოწურულია.

„საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება, როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიმართავს მოქალაქეებს დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლაფანყურის მაცხოვრებლებმა „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ორი დღის წინ განაახლეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მდინარე ლოპოტაზე 5.9 მგვტ სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად კომპანიის წარმომადგენლები ტყეში ხეების მოჭრას იწყებენ. ადგილობრივთა ნაწილს კარვები აქვთ გაშლილი და ამბობენ, რომ სამშენებლო ტერიტორიაზე კომპანიის კუთვნილ ტექნიკას არ შეუშვებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]