weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთ საკითხზე პრეზიდენტთან პრინციპული შეუთანხმებლობა მქონდა - მოისწრაფიშვილი

16:13 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ იგი თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ, არამედ თავად მიიღო დაკავებული პოსტის დატოვების გადაწყვეტილება. მოისწრაფიშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ პრეზიდენტთან ერთ კონკრეტულ საკითხზე ჰქონდა პრინციპული შეუთანხმებლობა. 

მისივე განცხადებით, ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას კი 6 სექტემბერს თანამდებობის დატოვების შესახებ სიტყვიერად აცნობა.

„მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთაც სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან და გადავედი სხვა თანამდებობაზე ადმინისტრაციაში, სიმართლეს არ შეესაბამება“,- აცხადებს მოისწრაფიშვილი.

დღეს, 9 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესსპიკერის თანამდებობიდან ხატია მოისწრაფიშვილი გაათავისუფლა. მათივე ინფორმაციით, მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებდა მუშაობას.

დაუდასტურებული ინფორმაციით, უთანხმოება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის მხარდამჭერ ფეისბუქ-პოსტს უკავშირდება, რომელიც მოისწრაფიშვილმა გამოაქვეყნა. 

„სირცხვილია პრეზიდენტის პრესსპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა“, – წერს სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძე.

ხატია მოისწრაფიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად 2018 წლის 31 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება პრეზიდენტის ახალი პრესსპიკერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]