„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე და ეფექტურობაზე, ამ შემთხვევაში დისციპლინაა ამ გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესშიც“, – ასე უპასუხა ცქიტიშვილმა შეკითხვას, იყო თუ არა დისციპლინის პრობლემა წინა პრემიერის პირობებში.
გიორგი გახარიამ პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების შემდეგ, დღეს, 13 სექტემბერს მთავრობის სხდომა პირველად გამართა. გახარიას განცხადებით, ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპები საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება, დისციპლინა და ღიაობა იქნება.