weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქალი ვიცე-პრემიერების დანიშვნა დისციპლინას უწყობს ხელს – ცქიტიშვილი

12:33 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ქალი მინისტრების დანიშვნა დისციპლინას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ამის შესახებ ცქიტიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერებად დანიშნა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფეზე და ეფექტურობაზე, ამ შემთხვევაში დისციპლინაა ამ გადაწყვეტილებების მიღების და აღსრულების პროცესშიც“, – ასე უპასუხა ცქიტიშვილმა შეკითხვას, იყო თუ არა დისციპლინის პრობლემა წინა პრემიერის პირობებში.

გიორგი გახარიამ პარლამენტისგან ნდობის გამოცხადების შემდეგ, დღეს, 13 სექტემბერს მთავრობის სხდომა პირველად გამართა. გახარიას განცხადებით, ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპები საქმის დროული და ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება, დისციპლინა და ღიაობა იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]