weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ მორის მაჩალიკაშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა

23:50 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული მორის მაჩალიკაშვილსთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უცვლელი დატოვა. ეს გადაწყვეტილება 17 სექტემბერს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა ქეთი ჩუთლაშვილმა სასამართლო პროცესზე ბრალდებულის გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. იურისტის შეფასებით, ნატო ხუჯაძემ გადაწყვეტილება აბსტრაქტულ საფრთხეებზე დაყრდნობით მიიღო, რაც მის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველია.

„არ არსებობს არანაირი რეალური საფრთხე, რომ მორის მაჩალიკაშვილის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებას რაიმე კუთხით საფრთხე შეექმნას, ანუ მან მოახდინოს მოწმეებზე ზემოქმედება, მიიმალოს, არ გამოცხადდეს სასამართლოში ან ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მსგავსი საფრთხის რეალურობის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, როდესაც სასამართლოზე ამგვარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და აბსტრაქტულ საფრთხზე დაყრდნობით იღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას და ძალაში ტოვებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახეს, ბიუნებრივია, მის ობიექტურობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვი ჩნდება“, – განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მორის მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილის დაკავებას მის პრიტესტს უკავშირებს.

მაჩალიკაშვილის გარდა წინასწარ პატიმრობაში რჩებიან ილია მემანიშვილი და გოგი ქურდოვანიძე. სამივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მორის მაჩალიკაშვილი 26 ივლისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, 20-21 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, მაჩალიკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაჩალიკაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ [EMC] პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო. EMC-ის შეფასებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი და შაბლონური გადაწყვეტილება მიიღო, რითიც კიდევ უფრო მყარდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახზე გავლენის მოხდენის იარაღია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]