ნათია მეზვრიშვილმა შს სამინისტროში თანამდებობა სექტემბრის დასაწყისში დატოვა. მეზვრიშვილმა პრემიერის აპარატის უფროსის თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა, რომელიც სამსახურიდან მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ წავიდა.
ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა. მანამდე კი, 2013 წლიდან საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო. 2007-2009 წლებში ის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურში პროკურორად მუშაობდა, 2009 წლიდან კი გენერალურ პროკურატურაში გადავიდა. ნათია მეზვრიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორად მუშაობს.