weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

შს მინისტრმა კიდევ ერთი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი დანიშნა

16:38 სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის მეხუთე მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად ნათია მეზვრიშვილი დანიშნა.

შს სამინისტროს ცნობით, ნათია მეზვრიშვილი სამართლის მაგისტრია. 2007-2009 წლებში ის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, იყო საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი. 2013 წლის დეკემბრიდან იგი საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ნათია მეზვრიშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში  ასისტენტ-პროფესორად მუშაობს.

შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილეებად კახაბერ საბანიძე და ნინო ჯავახაძე 17 ნოემბერს დანიშნა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]