weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებით „ბათუმელების“ გამომცემლის ოჯახის წევრები დააკავეს

15:29 შაბათი, 21 სექტემბერი 2019

გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის ხუთი წევრი დააკავეს. გამოძიება მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე, როინ კოჩალიძეზე თავდასხმას ედავება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავად დაკავებულები კი ამტკიცებენ, რომ სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა ისინი აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს.

საქმე ეხება 16 სექტემბერს მომხდარ შემთხვევას. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ბრალდებულები ყვებიან, რომ ისინი ბარათაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთასთან, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, მოგვიანებით ტაქსი გამოიძახეს, რომელსაც ეზოში ელოდებოდნენ. მათი თქმით, ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ ავტომობილს მიერყდნენ, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, შს სამინისტროს თანამშრომელს, როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა.

დაკავებულები ყვებიან, რომ როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულების თქმით, პოლიციელი სამოქალაქო ფორმაში იყო და მათ შეურაცხყოფას აყენებდა. როგორც სასამართლო პროცესზე ითქვა, არსებობს ჩანაწერიც, სადაც დაკავებულები პოლიციელს ეუბნებიან, რომ პოლიციას პატივს სცემენ და მათ სამართალდამცველი მეგობრებიც ჰყავთ.

პროკურატურის ვერსიით კი, პოლიციელი როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ხუთი პირი თავს დაესხა.

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, რაც მოგვიანებით 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა (პოლიციელზე თავდასხმა).

„ეს სრულიად აბსურდული ბრალდებაა. კოჩალიძე გავლენიანი პოლიციელია, ჩინით პოლკოვნიკი და ჩემი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბორცვაძესთან დაახლოებული პირია. სწორედ მისი მონდომებით და გავლენებით დამძიმდა მუხლი“, – განაცხადა გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ.

ამ თემაზე:

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]