weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქარტია „ბათუმელების“ გამომცემლის მიმართ შსს-ს ზეწოლას საგანგაშოდ მიიჩნევს

14:34 კვირა, 22 სექტემბერი 2019

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭობათუმელებისადანეტგაზეთისგამომცემლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს.

ქარტია ეხმაურება ბათუმში, 16 სექტემბერს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს, როინ კოჩალიძესა და მზია ამაღლობელის ნათესავებს შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგად ხუთი პირი დააკავეს და ბრალად პოლიციელზე თავდასხმა წარუდგინეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხუთივე მათგანს 25 000 – 25 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

როინ კოჩალიძე ჩვენებაში აღწერს, რომ ინციდენტის მონაწილე პირებს პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულების განმარტებით კი, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირი ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრათ, ერთ-ერთს სხეულის დაზიანებაც მიაყენა.

პოლიციამ საქმის გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობა) დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქმის დეტალების გასარკვევად „ბათუმელების“ დირექტორი ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივიდა, კვალიფიკაცია დაამძიმეს 353-ე პრიმა პირველი მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. აღნიშნული მუხლი სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთა ადვოკატების განმარტებით, პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ჰქონდა.

ქარტიის საბჭოს ინფორმაციით, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით სამართალდამცავები გაუფრთხილებლად შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს მზია ამაღლობელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული არაა რეგისტრირებული და არც არასდროს უცხოვრია, მაშინ, როცა აღნიშნული ბრალდებულისთვის მისივე საცხოვრებელ სახლში არ მიუკითხავთ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. ქარტიის განცხადებიტ, „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მიმართავს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი.

 

ამ თემაზე:

სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებით „ბათუმელების“ გამომცემლის ოჯახის წევრები დააკავეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]