weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სასამართლომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი შეაჩერა

17:08 სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი შეაჩერა. მოსამართლე კობა გოცირიძის განჩინება მაუწყებილის სამეურვეო საბჭოს დღეს ჩაბარდა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კონკურსის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი კოხრეიძემ მიმართა და აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნების 22 აგვისტოს შედეგები გაასაჩივრა. კოხრეიძის აზრით, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის თაობაზე უნდა გაბათილდეს, რადგან მას საბჭოს ორი წევრის ხმა ჰქონდა მიღებული.

22 აგვისტოს, დირექტორის არჩევნებზე მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი იმყოფებოდა. აქედან, ერთ-ერთმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, ბეჟან გობაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 3 წევრის ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა - 2 ხმა გიორგი კოხრეიძეს, ხოლო ერთი ხმა თინათინ ცისკარაძეს ერგო. სამეურვეო საბჭომ განმარტა, რომ კონკურსში გასამარჯვებლად კანდიდატს სამი ხმა სჭირდებოდა.

აჭარის ტელევიიზისა და რადიოს დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]