weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„რუსთავი 2“-ზე გადაცემა „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს

14:29 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს. ამის შესახებ ტელეარხის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა.

იმნაიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ეს არის იმ ათვლის წერტილთან დაბრუნება, რითიც „რუსთავი 2“ დღემდე ამაყობს.

„ნათია ლაზაშვილი არის და იყო „რუსთავი 2“-ის სახე. ის ამ არხიდან არ წასულა იმიტომ, რომ მას აღარ უნდოდა ყოფილიყო ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, ნომერ პირველი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მას აღარ ჰქონდა სურვილი ემუშავა იმ სარედაქციო კლიმატში, როდესაც საიდანღაც მოდიოდა მესიჯები და ეს მესიჯები უნდა შესრულებულიყო“, – განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში.

„რუსთავი 2“-ზე დღის მთავარი საინფორმაციო გადაცემა დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავდათ. მათ არხი პროტესტის ნიშნად 20 აგვისტოს დატოვეს, მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. ამჟამად მათ „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა მიჰყავთ.

ნათია ლაზაშვილს „კურიერი“ 1995 წლიდან მიჰყავდა. მან „რუსთავი 2“ 2006 წელს, პროტესტის ნიშნად დატოვა, მას შემდეგ, რაც არხის გენერალური დირექტორი ნიკა ტაბატაძე გაათავისუფლეს. 2012 წელს, რვა თვე, ლაზაშვილმა „მეცხრე არხში“ იმუშავა და საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული „მეცხრე არხი“ მან პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შემდეგ, 2013 წელს ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]