ექიმების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბოლო დროს ცოლ–ქმარი ერთად აღარ ცხოვრობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავეს. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 111-117–ე მუხლით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236–ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი აირაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას გულისხმობს.
ივნისში ყვარლის რაიონში მამამთილმა რძალი სანადირო თოფით დაჭრა. 35 წლის ქალი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. იმავე თვეში, მარნეულში ქმარმა ცოლი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო.
სახალხო დამცველის აპარატის მონაცემებით, საქართველოში გასულ წელს ოჯახში ძალადობის შედეგად 21, ხოლო 2015 წელს 16 ქალი იქნა მოკლული.