weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რაჭაში რთველთან დაკავშირებით პოლიცია რეიდებს ატარებს

22:13 შაბათი, 28 სექტემბერი 2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესულ მანქანებს პოლიცია აჩერებს და ამოწმებს. როგორც სამართალდამცავებმა „რეგინფოს“ განუმარტეს, ავტომობილებს სამინისტროს დავალებით ამოწმებენ, რათა რთველისთვის ამბროლაურში სადაც ღვინო „ხვანჭკარის“ მიკროზონაა, ვინმემ არაენდემური ჯიშის ყურძენი არ შეიტანოს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით მხეიძის განცხადებით, მუჯურეთულისა და ალექსანდროულის კრეფა დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება.

„ტრადიციულად ასე ხდება ხოლმე, რათა ბარიდან სხვა ჯიშის ყურძენი არ შემოვიდეს. წინა წლებში იყო შემთხვევები, როდესაც შემოჰქონდათ შესახედაობითა და ფერით მსგავსი ყურძენი და აბარებდნენ ან ცდილობდნენ ჩაებარებინათ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ფასებში.

პრევენციის მიზნით დგანან და აკონტროლებენ, რომ შევინარჩუნოთ ის სუფთა ჯიშები, რაც არის“,  - უთხრა „რეგინფოს“ ამბროლაურის მერმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ წელს, ისევე როგორც წინა წლებში, „რთვლის პერიოდში რეგიონი იკეტება“. მათივე თქმით, პოლიცია კონტროლს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე ახორციელებს. განკარგულების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებული აქვს ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩაბარების პროცესში ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.

ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის ფასი გასულ წელს 7 ლარი იყო. ამ ჯიშების ყურძნისგან ადგილწარმოშობის დასახელების, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“ მზადდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]