საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე უკვე 80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს და პარალელურად, დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს.
უსაფრთხოების მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
„თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი 2018 წლის თებერვალშიც გაჩნდა. მაშინ სულ მცირე 3000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.