weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

13:00 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019
ფოტოზე ნაირა ოტიაშვილი / Ghn.ge ფოტოზე ნაირა ოტიაშვილი / Ghn.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ოტიაშვილს 15 ადვოკატი იცავდა. ერთ-ერთი მათგანის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ძალიან ცუდია, რომ ესეთი ტენდენცია გრძელდება ჩვენს ქვეყანაში და ადვოკატებს უკანონოდ აკავებენ. ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე - შესაძლოა აქციებითაც“, – განაცხადა ადვოკატმა.

დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცრუ დასმენა განხორციელდა მიმდინარე წლის აპრილში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ნათესავებს შორის ქონებრივი დავის საფუძველზე წარმოქმნილ ოჯახში ძალადობას ეხებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]